არსებობდა მოლოდინი, რომ ოპოზიცია კონსტრუქციულ რიტორიკას და მდგომარეობას შეინარჩუნებდა, დღეს დილას აბსოლუტურად განსხვავებული სურათი ვნახეთ, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ეს აქცია არ ადგება პოზიტიურად ამ პროცესს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვიტოვებთ იმედს, რომ რადიკალური ოპოზიცია გამოძებნის რესურსს და შეძლებს მიიღოს რეალობა, გაითვალისწინოს საერთაშორისო პარტნიორების რჩევები და მიიღოს გადაწყვეტილებები, რომელიც იქნება ზეპარტიული და ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლო“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
პარლამენტის შესასვლელებთან ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერების აქცია იმართება.
1-ელ მარტს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მონაწილეობით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ.