ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, აბსოლუტურად სხვა რეჟიმში გადაიყვანა ეს ურთიერთობა როდესაც თქვა, რომ არ შეიძლება არსებობდეს გარკვეული რადიკალური მოთხოვნები. შეიძლება არსებობდეს მხოლოდ და მხოლოდ დიალოგის ფორმატით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ამ განვითარებას ელოდა გუშინდელი დღის შემდეგ.
„ოპოზიციის რადიკალური ნაწილი თუ ამ განვითარებას ელოდა გუშინდელი დღის შემდეგ, მაგრამ ჩვენ გუშინ დავინახეთ, რომ შუამავალმა, ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, აბსოლუტურად სხვა რეჟიმში გადაიყვანა ეს ურთიერთობა როდესაც მან თქვა, რომ არ შეიძლება არსებობდეს გარკვეული რადიკალური მოთხოვნები შეიძლება არსებობდეს მხოლოდ და მხოლოდ დიალოგის ფორმატით და მან მიანიშნა კიდეც, რომ დიალოგის ფორმატის ადგილიც, კონსტიტუციური ველი და სახელმწიფო ინსტიტუტები. ამ ფორმატში უნდა ხდებოდეს გადაწყვეტილებების მიღება“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.