მოლაპარაკებებისთვის სიტყვით მუდამ მზაობის შემდეგ, ოპოზიციამ გადაწყვიტა პარლამენტთან დიალოგზე მოსვლა საყვირებით, რუსეთების ძახილით, – წერს „ქართული ოცნების“ დეპუტატი შალვა პაპუაშვილი Facebook-ზე.
„გუშინდელი ჰალსტუხიანი შეხვედრის და მოლაპარაკებებისთვის სიტყვით მუდამ მზაობის შემდეგ, ჩვენმა ოპოზიციამ გადაწყვიტა პარლამენტთან დიალოგზე მოსვლა…
…საყვირებით. რუსეთების ძახილით“, – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
პარლამენტის შესასვლელებთან ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერების აქცია დღეს დილიდან მიმდინარეობს.