ეს არ არის პიკეტირება და აქედან გამომდინარე არავითარი კანონი არ ირღვევა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ლევან თარხნიშვილმა პარლამენტის შენობასთან აქციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის მოთხოვნები უცვლელია.
„ჩვენ გვაქვს უფლება, რომ გავაპროტესტოთ, გავაპროტესტოთ არჩევნების გაყალბება, ერთპარტიული პარლამენტი, პოლიტპატიმრების არსებობა და შესაბამისად მოვითხოვთ იმას, რომ შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება, გათავისუფლდეს გიორგი რურუა, ნიკა მელია და სხვა პოლიტპატიმრები და ამის შემდეგ დავიწყოთ მოლაპარაკება იმაზე, თუ როგორ მივდივართ და როდის ვატარებთ ახალ არჩევნებს“, - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.
პარლამენტის შესასვლელებთან ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერების აქცია