გუშინ, მთელი დღის განმავლობაში ყველა მხარეს შარლ მიშელი არწმუნებდა, რომ მოლაპარაკებები უნდა გადასულიყო კონსტრუქციულ რეჟიმში და დღეს ამის საპირისპიროდ, ოპოზიციის უკიდურესად დესტრუქციული მოქმედება ვნახეთ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პირობის დარღვევის პირველივე პრეცედენტი უკვე სახეზეა.
„ეს არ არის სწორი საქციელი და მოლაპარაკების პოზიტიურ შედეგთან ვერ მიგვიყვანს. ეს ნიშნავს უპასუხისმგებლობას. ამის მიუხედავად, მზად ვართ, მოლაპარაკების პროცესს ბოლომდე მივყვეთ, რომ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, პოზიტიური შედეგი დადგეს. თუ მათი მხრიდან დესტრუქცია გაგრძელდება და ერთი რაციონალური ნაბიჯი მაინც არ გადმოიდგმევა, შეხების წერტილი ნაკლები იქნება, მაგრამ თუ კარგი გაგებით იძულებული გახდებიან, ერთი რაციონალური ნაბიჯი მაინც გადმოდგან, ამ შემთხვევაში, მარტივი იქნება მედიაცია. როგორც წესი, აქციები კონტრპროდუქტიულია მოლაპარაკებების პროცესში“, - განაცხადა მდინარაძემ.