პარლამენტთან მიმდინარე ოპოზიციის აქციაზე სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს. მანამდე საკანონმდებლო ორგანოსთან ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
პარლამენტთან ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებს სამართალდამცველებმა მოუწოდეს, მათთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიეყენებინებინათ და კანონის ფარგლებში ემოქმედათ.
ადგილზე ამ წუთებში დაძაბული ვითარებაა. პარლამენტთან გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები, მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები. დეპუტატებს პარლამენტში შესვლა შეძახილებისა და სტვენის ფონზე უწევთ.