მამუკა ხაზარაძე: თუ ხელისუფლება იქნება მოქნილი და გონიერი საკითხების გადაწყვეტაში, ვფიქრობ გამოსავალს ვნახავთ

მამუკა ხაზარაძე: თუ ხელისუფლება იქნება მოქნილი და გონიერი საკითხების გადაწყვეტაში, ვფიქრობ გამოსავალს ვნახავთ

შევთანხმდით, რომ მთელი აქცენტი ჩვენი მოლაპარაკებებისა იყოს აგებული ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეზე, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ორბელიანების სასახლეში, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„თუ ხელისუფლება იქნება მოქნილი და გონიერი საკითხების გადაწყვეტაში მე ვფიქრობ გამოსავალს ვნახავთ. კიდევ ერთ საკითხზე შევთანხმდით, რომ არ უნდა იყოს დღეს კუნთების თამაში, ვის უფრო ძლიერი პოზიცია აქვს, ვინ უფრო ძლიერია ქუჩაში, ვის უკავია ხელისუფლება, ამაზე ძალის დემონსტრირებამ შეიძლება ეს ქვეყანა მიიყვანოს ძალიან მძიმე მდგომარეობამდე“, - აღნიშნა ხაზარაძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ ორგანიზებული შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. შეხვედრას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მასპინძლობდა.