მოლაპარაკებების მაგიდაზე უკვე იდო ის პუნქტები, რომელიც შარლ მიშელთან შეხვედრისას წარმოადგინეს. ეს პუნქტები უკვე იყო დადებული ოპოზიციის მიერ. დამატებულია ორი პუნქტი. ერთი ეხება მართლმსაჯულების სისტემის დანაწილებას და მეორე - ძალაუფლების დანაწილებას, - განაცხადა „გირჩი -მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ორბელიანების სასახლეში, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ.
„ნებისმიერ შემთხვევაში, მოლაპარაკებებია გამოსავალი. ორი პუნქტი, რომელიც დამატებულია, არის ზოგადი პუნქტები. ამ სიტუაციიდან დიალოგია გამოსავალი, ეს გვესმიც ჩვენც და ამაზე ყოველთვის ვსაუბრობდით. ახლა მთავარია, რომ როცა ამ ექვსი პუნქტის გარშემო დავიწყებთ საუბარს, ხელისუფლებამ მეტი კონსტრუქციულობა და სერიოზული დიალოგისთვის, მეტი მზაობა გამოიჩინოს. აქციები, სავარაუდოდ, გაგრძელდება. ეგ არ ყოფილა მოლაპარაკებების საგანი“ - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ ორგანიზებული შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. შეხვედრას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მასპინძლობდა.