შარლ მიშელი: ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გასაღრმავებლად და გასაძლიერებლად მიშვნელოვანია ამ პოლიტიკური კრიზისის გადაჭრა

შარლ მიშელი: ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გასაღრმავებლად და გასაძლიერებლად მიშვნელოვანია ამ პოლიტიკური კრიზისის გადაჭრა

საიდუმლო არ არის, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გასაღრმავებლად და გასაძლიერებლად მიშვნელოვანია ამ პოლიტიკური კრიზისის გადაჭრა, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ორბელიანების სასახლეში, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„გვსურს, მხარი დავუჭიროთ ყველა პოზიტიურ ძალისხმევას, რომელიც ამ პოლიტიკურ კრიზისს გადაწყვეტს. უნდა დავრწმუნდეთ, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქის ყოველდღიურობაში მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა რეალობაა. მნიშვნელოვანია, რომ ასოცირების ხელშეკრულება ძლიერი ინსტრუმენტი იყოს. ჩვენ მზად ვართ ჩართულობისთვის. აქტიურად ვართ ჩართულნი, რათა მოვისმინოთ განსხვავებული პოზიციები. დღვანდელი შეხვედრა კარგი ნაბიჯია სწორი მიმართულებით, რათა ყველა პოლიტიკურმა აქტორმა მომდევნო დღეებში და კვირებში პროგრესს მიაღწიოს“, - აღნიშნა შარლ მიშელმა.