შარლ მიშელი: პირველ რიგში მნიშვნელოვანია ერთმანეთის მოსმენა და იმის უზრუნველყოფა, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან იყოს მეტი ნდობა

შარლ მიშელი: პირველ რიგში მნიშვნელოვანია ერთმანეთის მოსმენა და იმის უზრუნველყოფა, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან იყოს მეტი ნდობა

„პირველ რიგში მნიშვნელოვანია ერთმანეთის მოსმენა და იმის უზრუნველყოფა, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან იყოს მეტი ნდობა“, - განაცხადა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პრეზიდენტის რეზიდენციაში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ.

„პირველ რიგში მნიშვნელოვანია ერთმანეთის მოსმენა და იმის უზრუნველყოფა, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან იყოს მეტი ნდობა და თავდაჯერება მოახლოებულ დღეებსა და კვირებში, ეს ნომერ პირველი ხელსაწყოა. პირველი ნაბიჯი არის სწორედ ეს და ამას დრო სჭირდება. ჩვე ეს დავინახეთ. უნდა მოხდეს მოლაპარაკებების კონკრეტული ელემენტების განხილვა. ცხადია, დისკუსიები უნდა გაიმართოს პოლიტიკურ მხარეებთან და ჩვენ მზად ვართ ამისთვის. ჩვენ მზად ვართ, გავუწიოთ მხარდაჭერა. უნდა გაჩნდეს იდეები, რათა უზრუნველვყოთ ერთიანი მიდგომა. ჩვენი ძალისხმევა მიმართულია მთლიანად ქართველი ხალხის მიმართ, დარწმუნებული ვარ, რომ ყველაზე მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება და პოლიტიკური დიალოგის შემდგომი განვითარება, რათა შესაძლებელი იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევების დაძლევა“, - განაცხადა შარლ მიშელმა.