პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ საპროტესტო აქციების დროს, გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა, თუ ამის საჭიროება არაა, მოსახლეობას დისკომფორტს უქმნის და ამის წინააღმდეგია.
„როცა ოპოზიცია სპონტანურად ან დაგეგმილად იკრიბება, გარდაუვალი ხდება ქუჩის გადაკეტვა და ეს გრძელდება, ბუნებრივია, პროცესი უმართავი ხდება. ამ დროს, პროტესტი გამოხატვა უკვე სხვა ამბავში გადადის. მაგრამ თუ ამის საჭიროება არაა და სავალი გზა ერთი ან ორი კარვით იკეტება მაშინ, როცა ტრანსპორტი სულ ორი დღის წინ გაიხსნა და ეს ჩვენს ისედაც გაჭირვებულ მოსახლეობას დისკომფორტს უქმნის, ამის წინააღმდეგი ვარ“ - აღნიშნა მამუკა ხაზარაძე.