ალექსანდრე გოგინავა: სახელმწიფოს მეტი მონდომება უნდა გამოეჩინა, ასეთი ხარვეზი არ უნდა ყოფილიყო

ალექსანდრე გოგინავა: სახელმწიფოს მეტი მონდომება უნდა გამოეჩინა, ასეთი ხარვეზი არ უნდა ყოფილიყო

სახელმწიფოს მეტი მონდომება და ძალისხმევა უნდა გამოეჩინა, რათა ყველანაირი გზები გამოეყენებინა ვაქცინის შემოსატანად, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა.

გოგინავას თქმით, ქვეყანა ძალიან დიდ ხანს ემზადებოდა ვაქცინის მისაღებად და კრიტერიუმების დაკმაყოფილების პრობლემა არ უნდა ყოფილიყო.

"ოფიციალურ სტრუქტურებს მეტი მონდომება და მეტი ძალისხმევა უნდა გამოეჩინათ იმიტომ, რომ ასე სტანდარტულად ვაქცინის მოთხოვნით, არ ხერხდება ამ ვაქცინის გაცემა, მსოფლიოში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რადგან ძალიან ბევრი მსურველია. ამიტომ სახელმწიფომ მეტად უნდა მოინდომოს, რათა ყველანაირი გზებით ეცადოს ვაქცინის შემოტანას. რაც შეეხება "კოვაქსის" განცხადებას, მე არ ვიცი ეს ინფორმაცია, მაგრამ ჩვენ ძალიან დიდი ხანი ვემზადებოდით ვაქცინის მისაღებად და წესით, ასეთი ხარვეზი არ უნდა ყოფილიყო", - განუცხადა Report.ge-ს ალექსნდრე გოგინავამ.