შარლ მიშელი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

შარლ მიშელი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. ის ევროკავშირის დამკვირვებლების თანხლებით შევიდა ხურვალეთში, სადაც ადგილზე არსებულ ვითარებას პირადად გაეცნობა.

მანამდე მიშელი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა, რის შემდეგაც მათ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. შემდეგ კი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. შარლ მიშელი საქართველოს ხვალ, 2 მარტს დატოვებს.