დავით ზალკალიანი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტს Twitter-ზე ეხმაურება. საქართველოს ვიცე-პრემიერი აღნიშნავს, რომ მიშელის ჩამოსვლა ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის კიდევ ერთი ნიშანია.
„სიხარულით მივესალმები ევროპული კომისიის პრეზიდენტს საქართველოში, რაც კიდევ ერთხელ გამოხატავს ევროკავშირის მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფებისადმი. ვიზიტი ითვალისწინებს შეხვედრებს მთავრობის წევრებთან, COVID-19-ის, აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტისა და რეგიონში უსაფრთხოების საკითხების განხილვას“, - წერს ზალკალიანი.