კარლ ჰარცელი: საქართველოში შარლ მიშელის ჩამოსვლა ამ ქვეყნისადმი ევროკავშირის მჭიდრო პარტნიორულ ინტერესს ადასტურებს

კარლ ჰარცელი: საქართველოში შარლ მიშელის ჩამოსვლა ამ ქვეყნისადმი ევროკავშირის მჭიდრო პარტნიორულ ინტერესს ადასტურებს

შარლ მიშელის საქართველოში ჩამოსვლა მოწმობს და ნათელი დადასტურებაა იმ ინტერესისა, რომელიც მას და ევროკავშირს აქვს საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორობის კუთხით, - ამის შესახებ „იმედის კვირას“ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ვიზიტის შეფასებისას განუცხადა.

„ხვალ იქნება დატვირთული დღე, არაერთი შეხვედრა გვაქვს დაგეგმილი, სადაც გვექნება შესაძლებლობა ყველასთან ვისაუბროთ ამ ქვეყნის პოლიტიკურ ვითარებაზე“, - აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოში ჩამოვიდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და საგარეო საქმეთა საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დახვდნენ.