ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოშია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოშია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოში ჩამოვიდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და საგარეო საქმეთა საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დახვდნენ.

ევროპული საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ის ოფიციალურ შეხვედრებს ორშაბათს გამართავს, ხოლო ქვეყანას ორ მარტს დატოვებს. მიშელი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს შეხვდება. ასევე ეწვევა ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზს. შეხვდება ოპოზიციის წარმომადგენლებსაც.

ევროპულ საბჭოში აღნიშნავენ, რომ ორმხრივი ურთიერთობებისა და Covid-19-ის წინააღმდეგ საერთო ბრძოლის გარდა, აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხი იქნება.