„ექს-პრეზიდენტი, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს აქტიურად ლობირებდა დიდ ჰესებს, გახსნა ნესკრას მშენებლობა, გეგმავდა ნამოხვანს, სხვა დიდ ჰესებს, ნანობდა, რომ ხუდონი არ ავაშენეთ და სხვა, დღეს რატომ გამოდის ნამოხვანის საწინააღმდეგოდ? - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე.
მისი თქმით, ჰესებთან დაკავშირებით მართვადი პროცესები მიდის და თემა გამოიყენება როგორც გარე, ისე შიდა ძალების მიერ.
„ბევრი ადამიანი მთხოვს ჩემი პოზიცია დავაფიქსირო ნამოხვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით. დღესაც სამი შეკითხვა მივიღე.
ჯერ ერთი, არც სამჭკუაშვილი ვარ, არც "ყველაფერშიკი". რა თქმა უნდა მოქალაქეობრივი პოზიცია ბევრ თემაზეც მაქვს და ჰესებზეც დავაფიქსირებ, ოღონდ მას შემდეგ, რაც სათანადოდ ჩავწვდები საკითხს, ჩემი განათლების დონის ფარგლებში. ცნიბისთვის, ტექნიკური განათლება მაქვს, ოღონდ არ ვარ ენერგეტიკოსი, არც სეისმოლოგი და ა.შ.
მეორე, ღმერთიც ვერ შთამაგონებს ასეთ მნიშვნელოვან თემებზე გამოვთქვა ჩემი შეხედულებების საწინააღმდეგო აზრი.
ჰესებთან დაკავშირებით რომ მართვადი პროცესები მიდის და თემა გამოიყენება როგორც გარე, ისე შიდა ძალების მიერ, ღრმად ვარ დარწმუნებული.
მოსახლეობა კი ხოცავს ერთმანეთს მუქარების და ლანძღვა-გინების დონეზე.
სოცქსელში ბილწსიტყვაობით ალბათ მსოფლიოში ლიდერი პოზიცია გვიკავია. აზრის გამოხტვას შეგაძულებენ. ამ პოსტის მიზანი მარტივია.
რატომ ხდება, როცა ექს-პრეზიდენტი, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს აქტიურად ლობირებდა დიდ ჰესებს, გახსნა ნესკრას მშენებლობა, გეგმავდა ნამახვანს, სხვა დიდ ჰესებს, ნანობდა, რომ ხუდონი არ ავაშენეთ და სხვა, დღეს რატომ გამოდის ნამახვანის საწინააღმდეგოდ?
მას ხომ ეს საკითხი ჩემზე და ბევრზე უკეთ ჰქონდა შესწავლილი მთავრობასთან, ენერგეტიკის სამინისტროსთან, სპეციალისტებთან ერთად?!
ხომ შეიძლება რომ ასეთ საკითხებში ვიწროპოლიტიკური ინტერესები გადავდოთ და თუ ექს-ჩინოვნიკი, მ.შ. პრეზიდენტი, თვლიდა, რომ დიდი ჰესები გვჭირდებოდა, მათ შორის ნამახვანიც, გამოვიდნენ და თქვან, რომ ეს პროექტი ქვეყანას სჭირდება?!
სხვა ვიდეოებიც მოიპოვება ინტერნეტში, რომლებშიც კონკრეტულად ნამახვანზე საუბრობენ პრეზიდენტი, პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი.
ამიტომ მაღიზიანებს ოპოზიციის არათანმიმდევრულობა, არასახელმწიფოებრივი მიდგომები, როცა ვიწროპოლიტიკურ ინტერესებს სახელმწიფოზე მაღლა აყენებენ.
უამრავი პირადი მიზეზი მაქვს, რომ გარკვეული პირების, პარტიების მიმართ ვიყო სუბიექტური, მათ შორის იმ მიზეზით, რომელიც საჯაროდ არასდროს გამიხმოვანებია. თუმცა, ვცდილობ პირადი გვერდზე გადავდო.
თქვენც გადადეთ პირადი, პარტიული გვერდზე და საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანეს, მტკივნეულ თემებზე, გამოდით და დააფიქსირეთ სახელმწიფოებრივი პოზიცია.
მე სამინისტროები არ მექვემდებარება, რომ ექაპერტთა კონსილიუმი მოვაწყო ამ საკითხზე და პოზიციები შევაჯერო. ამიტომ გვითხარით, ხელისუფლებაში ყოფნის დროს ამბობდით სიმართლეს, თუ ახლა, როცა ნამახვანს ეწინააღმდეგებით? P.S. ჩემს აზრს მოგვიანებით დავაფიქსირებ“ - წერს ამირან სალუქვაძე.
მესმის, რომ ენერგოდამოუკიდებლობა უმნიშვნელოვანესია და ამხელა ჰიდრორესურსების პატრონი ქვეყანა რომ დენს მეზობლებისაგან ვყიდულობდეთ, იმ დენის საყიდელ ფულს უფრო სარფიანი რამეთი უნდა ვშოულობდეთ!..
მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ასეთი არაფერი გაგვაჩნია და მხოლოდ ვალებით შეგვიძლია დენის ყიდვა...
ახლა მეორე მხარე: შვეიცარიის მსგავსად, ჩვენც ძალიან ბევრი დიდ-პატარა ჰესის აშენება შეგვიძლია, მაგრამ რაღაცას რომ ვტბორავთ და სამუდამოდ ვემშვიდობებით, ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რომ მისგან მიღებული სარგებელი გვიღირს ამად!..
ჩვენ კი ამ მხრივ ისე გვაქვს საქმე, ძალიანაც ვერ მიაწვები ვინმეს, რადგან მარტივად დაგილაგებენ კონტრარგუმენტებს: რატომ უნდა ჩავძირო ჩემი უნიკალური მიწა? იმიტომ, რომ "დამოუკიდებელ" აფხაზეთს და იქ განთავსებულ რუსულ ბაზებს 24 საათი უფასოდ მივაწოდო დენი?! (თანაც, როცა ენგურჰესი მთლიანად ვერ ამარაგებს, უნდა ვუყიდოთ მუქთად დასახარჯი დენი!)... თუ იმიტომ უნდა დავტბოროთ ჩვენი ისედაც დაცოტავებული მიწები, რომ ვიღაცებმა კრიპტოვალუტის "ცეხები" ჩადგან (როგორც სვანეთში!) და მილიონები იშოვონ, ჩვენს შთამომავლობას კი დასილული წყალსაცავებიღა შერჩეთ, სამოთხის ნაცვლად?!
თუ იმიტომ, რომ უცხო ქვეყნების ინვესტორები გავამდიდროთ: ვიდრე ჰესი ჰესობს, გაძვირებული ნიხრით ვიყიდოთ მისგან დენი, ხოლო როცა რესურსის ამოწურვისკენ წავა, მერე ჩვენ გადმოგვილოცონ სახმარ-საექსპლუატაციოდ?!
(განგებ არაფერს ვამბობ კაშხლების საიმედოობას და მიწისძვრის შემთხვევში კატასროფული შედეგების ალბათობაზე).
ამ კითხვებზე თუ ძალიან დამაჯერებელი პასუხები არ გასცა ყველაზე კომპეტენტურმა კომისიებმა, ისე, ძალაობითა და ჯიკაობით ამ საქმის გადაწყვეტა არ ეგების, ბატონებო!