სოსო არჩვაძე: ოდესღაც ქვეყნის პირველი პირი თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ თავისივე ადრინდელ განცხადებებს უპირისპირდება მსხვილი ჰესების მშენებლობაზე 

სოსო არჩვაძე: ოდესღაც ქვეყნის პირველი პირი თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ თავისივე ადრინდელ განცხადებებს უპირისპირდება მსხვილი ჰესების მშენებლობაზე 

"ოდესღაც ქვეყნის პირველი პირი თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ თავისივე ადრინდელ განცხადებებს უპირისპირდება მსხვილი ჰესების მშენებლობაზე და დიამეტრალურად საპირისპირო პოზიციას იკავებს" - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში სოსო არჩვაძე.

“აქსიომას წარმოადგენს, რომ რაც უფრო განვითარებულია ქვეყანა, მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით მით მეტ ელექტროენერგიას აწარმოებს და მოიხმარს.  ჰიდროენერგიის უზარმაზარი პოტენციალი აქვს საქართველოს და დანაშაული იქნებოდა მისი ინტენსიური და ეფექტიანი არგამოყენება - რა თქმა უნდა, ეკოლოგიური მდგრადობისა და ეროვნული ინტერესების, პირველ რიგში, იქაური მცხოვრებლების ინტერესების გათვალისწინებით. მაგრამ ძნელი ასახსნელია, როდესაც ოდესღაც ქვეყნის პირველი პირი თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ თავისივე ადრინდელ განცხადებებს უპირისპირდება მსხვილი ჰესების მშენებლობაზე და დიამეტრალურად საპირისპირო პოზიციას იკავებს. - აქ, როგორც ლეგენდარული მეფე მიდასის ყურებივით, კარგად ჩანს წმინდა პოლიტიკური დისკურსი, რომელსაც ქვეყნის გრძელვადიან სტრატეგიულ ინტერესებთან საერთო არაფერი აქვთ. თანაც, განა მარტო ჰესებთან მიმართებაშია ასეთი რადიკალურად შეცვლილი საქართველოს ექს-პრეზიდენტის რიტორიკა? იგივე პოზიციას აფიქსირებდა ცოტა ხნის წინ იგი კობი-ქვეშეთის გვირაბის მშენებლობის თაობაზეც.

ერთ გულბოროტა, თავკერძა კაცზეა ანდაზა: „ჩემი ურგები ქოთანი ქვას და ლობიო - ძაღლს“. ესაა, რომ არც საქართველოა ვინმეს ქოთანი და არც მისი ინტერესების „მსხვრევის“ უფლება აქვს ვინმეს, მიუხედავად ადრინდელი თანამდებობისა და ნამდვილი თუ მოჩვენებითი დამსახურებისა”.