არსებული პანდემიის პირობებში, პროფესიული განათლების მნიშვნელობა უფრო გაიზრდება, რადგან იგი არის ის მექანიზმი, რომელიც სამუშაო ძალას შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი უნარებით აღჭურვას უზრუნველყოფს, - განაცხადა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, სებასტიან მოლინეუსმა მსოფლიო ბანკის „მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება პროფესიულ განათლებაში“ პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე.
„სიამაყით გვსურს აღვნიშნოთ, რომ ბრიტანეთის მთავრობას მოგვეცა აღნიშული მნიშვნელოვანი პროექტის დაფინანსების შესაძლებლობა, რომელიც ემსახურება მართვის იმ სისტემების გაუმჯობესებას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოში პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებას. “, – განაცხადა საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს „კარგი მმართველობის ფონდის“ ხელმძღვანელმა ელენე ვიხმანმა სიტყვით გამოსვლისას.
პროექტი „მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება პროფესიულ განათლებაში“ დასრულდა. მას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტის, ბრიტანეთის საელჩოს „კარგი მმართველობის ფონდის“ დაფინანსებით, მსოფლიო ბანკი ახორციელებდა.