მეუფე იაკობი: მიმაჩნია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ყველაზე წარმატებული პრემიერი იყო

მეუფე იაკობი: მიმაჩნია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ყველაზე წარმატებული პრემიერი იყო

ირაკლი ღარიბაშვილთან ძალიან ახლო ურთიერთობები მქონდა ყოველთვის და მიმაჩნია, რომ ყველაზე წარმატებული პრემიერი იყო, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა განაცხადა.

მეუფე იაკობისთვის ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრის პოსტზე მისაღებია.

„ახალ პრემიერზე რომ მეკითხებით, იცით ჩემი და მისი ურთიერთობა. ძალიან ახლო ურთიერთობები გვქონდა ყოველთვის და მიმაჩნია, რომ ყველაზე წარმატებული პრემიერი იყო. თუნდაც მელიას გადაწყვეტილება რომ მიიღო მძიმე გადაწყვეტილებაა, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს უნდა მიხედონ“- განაცხადა მეუფე იაკობმა.