ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ნამახვანჰესების კასკადის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ჰესების მშენებელი კომპანია „ენკას“ მიერ რიონის ხეობის დატოვებას და იმ ნებართვის გაუქმებას ითხოვენ, რომელიც ხეობაში ჰესის მშენებლობას ითვალისწინებს, ასევე, ეწინააღმდეგებიან თურქული კომპანიისთვის მიწების 99 წლით გასხვისებას.
აქციის ორგანიზატორის ვარლამ გოლეთიანის თქმით, აქცია აპოლიტიკური ხასიათის არის. მისივე განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, მცირე ჯგუფებად დაიყოფიან და რიონის ხეობაში მორიგეობას გააგრძელებენ.
აქციას არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებიც შეუერთდნენ.
აღსანიშნავია, რომ რიონის ხეობის მოსახლეობის ნაწილი უკვე 126-ე დღეა ღამეებს კარვებში ათენებს.