ლექსო თამაზაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ დაწყებულ ცილისმწამებლურ კამპანიაზე საუბრობს

ლექსო თამაზაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ დაწყებულ ცილისმწამებლურ კამპანიაზე საუბრობს

პარლამენტის ყოფილი წევრი, ალექსანდრე თამაზაშვილი „ტვპირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმაურება.

Facebook პოსტში ის წერს, რომ პირი, რომელიც რუს ოლიგარქად მოიხსენიეს, მისი უახლოესი მეგობრის ბიძაა ( მამის ძმა), დაბადებული და გაზრდილი გურჯაანში, საქართველოს მოქალაქე და ჩვენი ქვეყნის ათასობით სხვა მოქალაქის მსგავსად აქვს რუსეთის მოქალაქეობაც.

„ვინც პირადად მიცნობს, ყველამ იცის, რომ მე და ლევან ზილფიმიანი ვართ ბავშვობის მეგობრები და ერთმანეთთან წლებია, ნათელ-მირონი გვაკავშირებს.

მეტი სიზუსტისთვის გეტყვით, რომ ჩვენი მეგობრობა ჯერ კიდე მაშინ დაიწყო, ვიდრე ირაკლი ჩემი დის მეუღლე გახდებოდა... შესაბამისად ნებისმიერი მცდელობა ირაკლი ღარიბაშვილის დაკავშირების ამ კომპანიასთან და მით უმეტეს რუსულ კავშირებთან გახლავთ მის მიმართ დაწყებული ცილისმწამებლური კამპანიის მორიგი სერია!

აღნიშნული ფირმის საქმიანობასთან დაკავშირებით, კომპანიის დირექტორი- ლევან ზილფიმიანი გააკეთებს განცხადებას...“, - წერს ალექსანდრე თამაზაშვილი.