ამირან გამყრელიძე: ჯერჯერობით მეტი შეზღუდვის მოხსნა არ იგეგმება 1-2 კვირა უნდა დავაკვირდეთ

ამირან გამყრელიძე: ჯერჯერობით მეტი შეზღუდვის მოხსნა არ იგეგმება 1-2 კვირა უნდა დავაკვირდეთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ჯერჯერობით მეტი შეზღუდვის მოხსნა არ იგეგმება.

როგორც გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში უნდა დააკვირდნენ, რა შედეგი ექნება ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით უკვე მოხსნილ შეზღუდვებს.

„ამ ეტაპზე საკმაოდ ბევრი შეზღუდვა მოიხსნა, სერიოზული შემსუბუქება გამოცხადდა, ამიტომ 1-2 კვირა უნდა დავაკვირდეთ ეპიდსიტუაციას. ეს შეზღუდვები რა სტიმულს მისცემს ინფექციის გავრცელებას. ამის შემდეგ გადაწყდება შეზღუდვების შემსუბუქება. ხვალ და ზეგ ეს არ იქნება", - განაცხადა გამყრელიძემ.