28 თებერვალს, საქართველოში, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან გავრცელდება შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასები. დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, მთაში და მაღალმთაში მოთოვს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დღისით 2-3 გრადუსით დაიკლებს, ღამის საათებში ყინვა შესუსტდება, გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. ანალოგიური ამინდი მოსალოდნელია 1-ელ მარტსაც.
თბილისში 28 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, 1-ელ მარტს შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -2, -5 გრადუსი შენარჩუნდება, ხოლო დღისით +9, +11 გრადუსამდე მოიმატებს. 28 თებერვალს და 1-ელ მარტს დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
ზუსტად ასე მუშაობს სინოპტიკური სამსახური და, არა მხოლოდ საქართველოში: აშშ-ში კიდევ მაღალია ცდომილება...