მხატვარმა გია ბუღაძემ რუსთაველზე ოპოზიციის აქციაზე ხალხის მცირე რაოდენობის კომენტირებისას არც მეტი და არც ნაკლები მოსახლეობა ღალატში დაადანაშაულა. მისი აზრით, ვინც ამბობს, რომ აპოლიტიკურია და არ უერთდება ნაცმოძრაობის მიერ ორგანიზებულ პროტესტს, ის რეალურად თავისი ქვეყნის მოღალატეა.
„ეს არის კიდევ ერთი ნიშანი, რომ არ ესმით, რომ მათი ცხოვრება, კონკრეტულად მათი ყოველდღიურობა პირდაპირ კავშირშია პოლიტიკურ სიტუაციაზე. საქართველო პატარა ქვეყანაა და როგორ შეიძლება გაეთიშო ყველაფერს. სამართლიანი ქვეყნის აშენება გვინდა და იყო პასიური, არ მესმის. გარკვეული ტიპის ახალგაზრდობისა არ მესმის და ჩემს თაობაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი, ისინი უფრო კომფორმიზის იდეასკენ იყვნენ ყოველთვის,“ - განაცხადა მან "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში.
„მე არ მესმის მცნება აპოლიტიკური ვარ, მომენტში შეიძლება იყო აპარტიული, არ იყო მიბმული რაიმე პარტიასთან და იყო აპოლიტიკური ნიშნავს, რომ მოქალაქე არა ხარ, არ ხარ ადამიანი, რომელსაც პასუხისმგებლობა გაქვს. ძველ საბერძნეთში თუ ადამიანი პოლიტიკური თვალსაზრისით პასიური იყო, პირდაპირი გაგებით მოქალაქეობიდან განდევნილი ხდებოდა. რა სწორია ეს ყველაფერი, შენ პასუხისმგებლობას არ იღებ შენს სახელმწიფოზე, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ რეალურად მოღალატე ხარ შენი ქვეყნის, შენი ქვეყნის მომავლის“, - აღნიშნა ბუღაძემ.