ანდრია გვიდიანი: პერსპექტივა არის დადებითი, რაც ერთმნიშვნელოვნად მისასალმებელია

ანდრია გვიდიანი: პერსპექტივა არის დადებითი, რაც ერთმნიშვნელოვნად მისასალმებელია

პერსპექტივა არის დადებითი, რაც ერთმნიშვნელოვნად მისასალმებელია და ამავე დროს აღსანიშნავია, რომ უცვლელად დატოვების პროცესი მიანიშნებს, რომ საქართველო არის ისევ საინტერესო პირდაპირი უცხოელი ინვესტორებისთვის, - ამის შესახებ ექსპერტმა ანდრია გვიდიანმა განაცხადა.

ექსპერტის თქმით, მოლოდინები მომდევნო წელს ეკონომიკის აღდგენასთან დაკავშირებით ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურია და ამას სხვა საფინანსო ინსტიტუტებიც ადასტურებენ.

„პერსპექტივა არის დადებითი, რაც ერთმნიშვნელოვნად მისასალმებელია და ამავე დროს აღსანიშნავია, რომ უცვლელად დატოვების პროცესი მიანიშნებს, რომ საქართველო არის ისევ საინტერესო პირდაპირი უცხოელი ინვესტორებისთვის და შესაბამისად ჩვენი მოლოდინი მომდევნო წელს ეკონომიკის აღდგენასთან დაკავშირებით ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურია, რასაც სხვა საფინანსო ინსტიტუტებიც ადასტურებენ“, - განაცხადა გვიდიანმა.

სარეიტინგო სააგენტო S&P Global-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB” დონეზე შეუნარჩუნა - პანდემიისა და გლობალური ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, სარეიტინგო კომპანია Fitch-ის შემდეგ, ეს უკვე მეორე სარეიტინგო სააგენტოა, რომელმაც ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელ, „BB” დონეზე დატოვა.