დათო მარღანია: საქართველოში, უფრო სწორად, თბილისში არსებული ვითარება შეიძლება დავახასიათოთ როგორც ფეოდალური ეპოქის პარადიგმა

დათო მარღანია: საქართველოში, უფრო სწორად, თბილისში არსებული ვითარება შეიძლება დავახასიათოთ როგორც ფეოდალური ეპოქის პარადიგმა

ანალიტიკოსი დავით მარღანია სოციალურ ქსელში წერს:

“საქართველოში, უფრო სწორად, თბილისში არსებული ვითარება შეიძლება დავახასიათოთ როგორც ფეოდალური ეპოქის პარადიგმა: ფეოდალი გაუწყრა მეფეს, განუდგა და თავის ციხე-სიმაგრეში ჩაიკეტა. ფეოდალური ეპოქის საქართველოს ისტორიას ვიცნობთ და სამწუხაროა, რომ ჭკუას ვერ ვსწავლობთ და ვივიწყებთ, რომ განდგომას შინა ომები მოსდევს. შუა საუკუნეებში რომ არ გადავიჭრათ, უახლოესი წარსული გავიხსენოთ: თენგიზები (კიტოვანი და სიგუა) გაწყრნენ; ჯერ რკონში გაიჭრნენ, მერე თბილისის ზღვაზე დაბანაკდნენ; მიიმხრეს ინტელიგენცია, მერე პარლამენტის შენობას შემოეწყვნენ და პუტჩი გამოაცხეს.

2003 წელს სხვა რამ მოხდა: თავიდანვე პარლამენტის შენობას შემოარტყეს ალყა სააკაშვილის მეთაურობით, მიიმხრეს ინტელიგენცია, მასები და მერე შეტევით აიღეს.

დღეისათვის შუა საუკუნეებისა და კიტოვან-სიგუას პარადიგმით სურთ მოქმედების განვითარება. ოპოზიცია ნაცების შტაბბინაშია გამაგრებული, მელიას დასაცავად. მელიას დასაჭერად მივა შსს. მოხდება შეხლა-შემოხლა. ვინმე დაზარალდება. გაცხადდება მოწოდება, შემოგვიერთდითო და დაიძვრება ინტელიგენცია და მასები დასახმარებლად, პარლამენტის შენობას შემოეწყობიან და თუ დიდ მასას მოაგროვებენ შეუტევენ და აიღებენ. ამ დროს ხელისუფლება რას იზამს ზუსტად ვერ იწინასწარმეტყველებ, ისტორიული პარადიგმებით. მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომის ხსენება, ლიტველი დიპლომატის ჩამოსვლის შემდეგ, ფუჭია, უფრო სწორად ცრუ მანევრია, რადგან იციან, რომ ხელისუფლება რიგგარეშე არჩევნებს არ დათანხმდება და არც რურუას აღიარებს პოლიტპატიმრად.

P.S. ისე, იმ ლიტველმა მართალი უთხრა ნაცებს, ტერიტორიები დაკარგეთ და ახლა სახელმწოფო უნდა დაკარგოთო”?!