ირაკლი ზარქუა ნიკა მელიას: კიდევ ერთხელ მოგეცა შანსი ქვეყნის სამსახურში ჩადგე - პროვოკაციებს შეეშვი

ირაკლი ზარქუა ნიკა მელიას: კიდევ ერთხელ მოგეცა შანსი ქვეყნის სამსახურში ჩადგე - პროვოკაციებს შეეშვი

ირაკლი ზარქუა ნიკა მელიას მიმართავს და ურჩევს, გირაო გადაიხადოს, გამოვიდეს და პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაერთოს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„მინდა მივმართო ნიკა მელიას, მეგობარმა, კიდევ ერთხელ მოგეცა შანსი რომ შენ ქვეყნის სამსახურში ჩადგე, შეეშვი პროვოკაციებს, სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს, მაინც არაფერი გამოდის, გირჩევდი გადაიხადო გირაო, გამოხვიდე და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაერთო, ქვეყანას მნიშვნელოვანი გამოწვევები აქვს“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ნიკა მელია გირაოს გადახდაზე პოზიციას არ ცვლის.

გენერალურმა საგამოძიებო უწყებამ ნიკა მელიას თავისუფლების სანაცვლოდ გირაოს გადახდა გუშინ შესთავაზა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია 23 თებერვალს დააკავეს.