ნიკა მელიასი, მისი პარტიისა და მის გარშემო შეკრებილი ადამიანების მიზანი არ არის სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევა. პირიქით, მათი მიზანია კანონის ჩარჩოებიდან გასვლა, ქვეყნის შეჯანჯღარება, დესტაბილიზაცია და ასე შემდეგ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შალვა პაპუაშვილმ განაცხადა.
მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია მაქსიმალურად ცდილობს დემოკრატიული პროცესების გვერდის ავლით ძალაუფლება დაიბრუნოს.
„მათი მიზანი არის ყველაფერი ის, რაც არ არის დემოკრატია და ყველაფერი ის, რაც არის ბიძგი მღელვარებისკენ. მათი მიზანია, რომ დემოკრატიული პროცესების გვერდის ავლით რამენაირად მოიპოვონ ძალაუფლება“, - განაცხადა შლავა პაპუაშვილმა.
ნიკა მელია გირაოს გადახდაზე პოზიციას არ ცვლის.
გენერალურმა საგამოძიებო უწყებამ ნიკა მელიას თავისუფლების სანაცვლოდ გირაოს გადახდა გუშინ შესთავაზა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია 23 თებერვალს დააკავეს.