თამთა მეგრელიშვილი ოპოზიციას: ლუზერები ხართ

თამთა მეგრელიშვილი ოპოზიციას: ლუზერები ხართ

რუსთაველის მოედანზე ხელოვნურად ხუთიათასამდე ადამიანის მობილიზებაშიც დიდ რესურსს ხარჯავთ. უშინაარსო ყაყანის ჩამთავრების შემდეგ მათთვის ფულის გადახდა არ დაგავიწყდეთ, - ასე ეხმაურება იურისტი თამთა მეგრელიშვილი ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებულ აქციებს.

მეგრელიშვილი Facebook-ის საშუალებით ოპოზიციას მიმართავს და მათ ლუზერებს უწოდებს.

„თქვენ ხართ ოპოზიციური პარტიების პროვოკაცია...

თქვენდამი მხარდაჭერა ჯამში 39%-ს აღწევს;

ქუჩაში ხალხის მობილიზებას თქვენ ვერ ახერხებთ;

პარლამენტში კონსტრუქციულ რეჟიმში მუშაობა თქვენ არ შეგიძლიათ;

ლუზერები ხართ!

რუსთაველის მოედანზე ხელოვნურად ხუთიათასამდე ადამიანის მობილიზებაშიც დიდ რესურსს ხარჯავთ.

უშინაარსო ყაყანის ჩამთავრების შემდეგ მათთვის ფულის გადახდა არ დაგავიწყდეთ“, - წერს მეგრელიშვილი.

თბილისში ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული აქცია-მსვლელობა იმართება.

ოპოზიციური პარტიები დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდასაჭერად საპროტესტო აქციას გამართავენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია 23 თებერვალს დააკავეს.