გიორგი ვოლსკი: სამწუხაროა, რომ სააკაშვილი განაგებს იმ სიტუაციას, რომელიც შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში სუფევს

გიორგი ვოლსკი: სამწუხაროა, რომ სააკაშვილი განაგებს იმ სიტუაციას, რომელიც შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში სუფევს

არ მინდა სარკასტული განცხადება გავაკეთო, მაგრამ ერთი მინდა ვთქვა, რომ სამწუხაროა რომ სააკაშვილი განაგებს იმ სიტუაციას, რომელიც სუფევს შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„ზუსტად თუ დავითვლით არის სადღაც მე-16 განცხადება, როდესაც სააკაშვილი ჩამოსვლას აანონსებს. ცოტა რთულია იმ ქონებისა და საკუთრების დატოვება, რაც თუნდაც უკრაინაში ან თუნდაც აშშ-ში გააჩნია რასაკვირველია, მაგრამ მეორე მხრივ თემა რომ სხვისი ხელით როგორც თვითონ ამბობს ხელი გაანძრიეთ და ჩამოვა ეს არის მთავარი ფორმულა რომელსაც გვთავაზობს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, „ჩვენ უდიდესი მხარდაჭერა გვაქვს. ჩვენ მოვიგეთ ბოლოც და 2018 წლის არჩევნებიც. ქართველების 60-70%-ს ჩემი საქართველოში დაბრუნება სურს. ეს ასეა. ისინი, ვინც მთავრობაზე არიან დამოკიდებულნი და მთავრობა, რომელსაც აქვს რეპრესიული აპარატი და იარაღი, რა თქმა უნდა, ყველანაირად ხელს შეუშლიან ამას“.