სოზარ სუბარი: ჩვენ მოლაპარაკების მაგიდა არ დაგვიტოვებია

სოზარ სუბარი: ჩვენ მოლაპარაკების მაგიდა არ დაგვიტოვებია

ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით და ახლაც მზად ვართ, მოლაპარაკებების მაგიდა ჩვენ არ დაგვიტოვებია, - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა განაცხადა.

„ულტიმატუმი, რომ არჩევნები ჩატარდეს იქამდე, ვიდრე ყველა მოთამაშე არ იქნება კმაყოფილი, მსოფლიოში არსად მომხდარა და არც საქართველოში მოხდება. სხვა ყველა ტიპის მოლაპარაკებაზე მზად ვიყავით და მზად ვართ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

დიალოგისკენ მოწოდებების პარალელურად, არ იცვლება მხარეთა შეხედულებები. ოპოზიცია საპროტესტო აქციისთვის ემზადება, მოთხოვნები იგივეა - რიგგარეშე არჩევნები, გიორგი რურუას და ნიკა მელიას გათავისუფლება. „ქართული ოცნებისთვის“ კი, ეს ულტიმატუმები მიუღებელია.