მიხეილ სააკაშვილი, პრაქტიკულად, უკვე ჩამოყალიბდა როგორც კომიკური ფიგურა, რომელიც ცდილობს, რაღაც ანტურაჟის შექმნას, რომელსაც არანაირი შინაარსი არ აქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები რეალური შინაარსისა და შედეგის მატარებელი არ არის.
„მე მისი არ მჯერა, არ მჯერა არც ერთი მისი სიტყვის და საზოგადოებაც, ყველა ვხედავთ იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადებები რეალური შინაარსისა და რეალური შედეგის მატარებელი არ არის. ეს არის ფაქტი, რომელიც არაერთხელ დადასტურდა და მგონი, უკვე მისი მომხრეებიც ამას ვერ უარყოფენ. თვითონ მიხეილ სააკაშვილი, პრაქტიკულად, უკვე ჩამოყალიბდა როგორც კომიკური ფიგურა, რომელიც ცდილობს, რაღაცა ანტურაჟის შექმნას, რომელსაც არანაირი შინაარსი არ აქვს“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, „ჩვენ უდიდესი მხარდაჭერა გვაქვს. ჩვენ მოვიგეთ ბოლოც და 2018 წლის არჩევნებიც. ქართველების 60-70%-ს ჩემი საქართველოში დაბრუნება სურს. ეს ასეა. ისინი, ვინც მთავრობაზე არიან დამოკიდებულნი და მთავრობა, რომელსაც აქვს რეპრესიული აპარატი და იარაღი, რა თქმა უნდა, ყველანაირად ხელს შეუშლიან ამას“.