ჩვენი მოთხოვნები იგივე რჩება, 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულება, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ აქციის დაწყებამდე „ქრონიკაში“ განაცხადა.
„8 მარტის შეთანხმება გულისხმობს: პოლიტიკური დევნის შეწყვეტას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, 31 ოქტომბრის შემდგომ კრიზისის განმუხტვისთვის აუცილებელ პოლიტიკურ შეთანხმებას, რაც გულისხმობს ვადამდელ არჩევნებს, საარჩევნო სისტემის რეფორმირებას, საარჩევნო ადმინისტრაციის განახლებას და მართლმსაჯულების რეფორმას“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
თბილისში ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული აქცია-მსვლელობა იმართება.
„ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა ოპოზიციური პარტიები თბილისში საპროტესტო აქციას მართავენ.