ირაკლი ქადაგიშვილი: აქცია დღეს აღარავის უკვირს, მით უმეტეს, თუ ის ცარიელ ადგილზე ტარდება

ირაკლი ქადაგიშვილი: აქცია დღეს აღარავის უკვირს, მით უმეტეს, თუ ის ცარიელ ადგილზე ტარდება

აქცია დღეს აღარავის უკვირს, მით უმეტეს, თუ ის ცარიელ ადგილზე ტარდება - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა დღეს ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

„არანაირი დიდი მოლოდინი არ მაქვს, აქცია არავის აღარ უკვირს დღეს, მით უმეტეს აქცია, რომელიც ცარიელ ადგილზე ტარდება. მელია თვითონ, ძალით ჰყავთ ჩასმული ციხეში, რათა რამენაირად მოახერხონ პოლიტიკური დუღილის ტემპერატურის აწევა. ესაა მელიასა და მელიას გარშემო შეკრებილი პოლიტიკოსების მიზანი, მეტი არაფერი. საქართველოს ხელისუფლება იმოქმედებს კანონისა და მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე. რას ნიშნავს სიტუაცია დაიძაბება? კიდევ ერთხელ დაიწყებენ შტურმის მიტანას? ესაა მათი საბოლოო მიზანი და პოლიტიკური არსენალი?“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ოპოზიციური პარტიები დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდასაჭერად საპროტესტო აქციას გამართავენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია 23 თებერვალს დააკავეს.