დღევანდელი პროტესტი მთლიანობაში არის მხოლოდ მსვლელობა, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში სამოქმედო გეგმის გაცნობით დასრულდება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, აკაკო ბობოხიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მათი სამოქმედო გეგმა არ არის „მოვედით და დავამთავრეთ“, ეს არის საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი.
„რუსთაველის მეტროსთან შევიკრიბეთ „ევროპული საქართველოს“ დასავლეთის ნაწილი, რომელიც უკვე შემოსულია თბილისში, დანარჩენი ნაწილი კი პირდაპირ ფილარმონიასთან მოვა. დღევანდელი პროტესტი მთლიანობაში არის მხოლოდ მსვლელობა, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში სამოქმედო გეგმის გაცნობით დასრულდება“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.
ოპოზიციური პარტიები დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდასაჭერად საპროტესტო აქციას გამართავენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია 23 თებერვალს დააკავეს.