მიხეილ სარჯველაძე: ვფიქრობ, ოპოზიციაში მოინახებიან ძალები, რომელთათვის ვიწრო პარტიულ ინტერესებზე მაღლა ქვეყნის ინტერესები დგას

მიხეილ სარჯველაძე: ვფიქრობ, ოპოზიციაში მოინახებიან ძალები, რომელთათვის ვიწრო პარტიულ ინტერესებზე მაღლა ქვეყნის ინტერესები დგას

მჯერა, რომ მოლაპარაკების რესურსი ყოველთვის არსებობს, სკეპტიკოსების გადმოსახედიდანაც კი. როგორც ცნობილი გამონათქვამი გვეუბნება, ყველა კრიზისის შუაგულში დიდი შესაძლებლობა დევს, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციაში მოინახებიან ძალები, ვისთვისაც ქვეყნის ინტერესები, ვიწრო პარტიულ ინტერესებზე მაღლა დგას.

„მჯერა, რომ მოლაპარაკების რესურსი ყოველთვის არსებობს, სკეპტიკოსების გადმოსახედიდანაც კი. როგორც ცნობილი გამონათქვამი გვეუბნება, ყველა კრიზისის შუაგულში დიდი შესაძლებლობა დევს. არსებობს შესაძლებლობა, მხარეები დავსხდეთ და ვიფიქროთ იმაზე, რა შეიძლება იყოს საერთო ხედვის წერტილები, რასთან დაკავშირებით შეიძლება გაგრძელდეს შემდგომი თანამშრომლობა და მუშაობა. ეს აუცილებელია ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ვფიქრობ, ოპოზიციაში მოინახებიან ძალები, რომელთათვის ქვეყნის ინტერესები უფრო მაღლა დგას, ვიდრე ვიწრო პარტიული ინტერესები. ოპოზიციის მოთხოვნები მოლაპარაკების წინ ულტიმატუმის წამოყენებას ჰგავს“, - განაცხადა სარჯველაძემ.