ალუდა ღუდუშაური: არ მგონია, დღევანდელი აქცია იმისგან რამით განსხვავებული იყოს, როცა უგულავა 15 ადამიანთან ერთად რუსთაველზე დადიოდა

ალუდა ღუდუშაური: არ მგონია, დღევანდელი აქცია იმისგან რამით განსხვავებული იყოს, როცა უგულავა 15 ადამიანთან ერთად რუსთაველზე დადიოდა

არ მგონია, დღევანდელი აქცია იმისგან რამით განსხვავებული იყოს, როცა უგულავა 15 ადამიანთან ერთად რუსთაველის გამზირზე დადიოდა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

ის ფიქრობს, რომ ოპოზიციის მიერ დაგეგმილი დღევანდელი აქცია კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში ჩატარდება.

„არ ვფიქრობ, რომ ვინმეს თავი გაუცხელდება და ისე იმოქმედებს, როგორც მათი მხრიდანაა საზოგადოება მიჩვეული. არ მგონია, რომ რამე განსაკუთრებული ხდებოდეს. ადამიანებს არ ვითვლით, მაგრამ ეს აქციები ხალხმრავლობით არ გამოირჩევა, არანაირი განსაკუთრებული მობილიზაცია არ არის. არ მგონია, რომ დღევანდელი აქცია იმისგან რაიმეთი განსხვავებული იქნება, როცა უგულავა 15 ადამიანთან ერთად რუსთაველის გამზირზე დადიოდა“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ოპოზიციური პარტიები დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდასაჭერად საპროტესტო აქციას გამართავენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია 23 თებერვალს დააკავეს,