ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი ერთადერთ ალტერნატივად და უალტერნატივო ინსტრუმენტად მოლაპარაკებებსა და კომპრომისებს აცხადებს, - ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ამილახვარმა გააკეთა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ არასდროს არ წასულა მოლაპარაკების მაგიდიდან. როგორც ამილახვარმა აღნიშნა, საჭიროა მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომა და ყველა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხის ერთად განხილვა.
„ქართული ოცნება“ არასდროს არ წასულა მოლაპარაკების მაგიდიდან. დღესაც და გუშინაც მოლაპარაკებაზე მზაობას ვაცხადებდით, ამიტომ ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი ერთადერთ ალტერნატივად და უალტერნატივო ინსტრუმენტად მოლაპარაკებებსა და კომპრომისებს აცხადებს. დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან და ყველა ის საკითხი განვიხილოთ, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.