ჩვენი პოზიცია იგივეა, ნამდვილად არ შეცვლილა და არც შეიცვლება. ეს არის რიგგარეშე არჩევნები აუცილებლად ახალი წესებით, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის ყველა ის პრინციპული საკითხი, რომელიც ცალ-ცალკე არ განიხილება.