მსოფლიოს მასშტაბით Facebook Messenger-ი შეფერხებით მუშაობს. აღნიშნულ ინფორმაციას Downdetector-ი ავრცელებს.
Downdetector-ის მონაცემებით, მომხმარებელთა 56%-ს გზავნილების მიღების პრობლემა აქვს, 32% სერვერს ვერ უკავშირდება, ხოლო 11% მესენჯერში შესვლის სირთულეებზე მიუთითებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით Facebook-ს განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.