20 ივნისი მის მიერ შეფასებულია, ეს შეფასება დაარქივებულია მას ვერავინ წაშლის, დღეს საპირისპირო განცხადებები არ ვიცი რას შეიძლება უკავშირდებოდეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თეა წულუკიანმა, მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის, ნათია მეზვრიშვილის ნიკა მელიას დაკავების შემდეგ გაკეთებულ განცხადებაზე საუბრისას „ქრონიკაში“ თქვა.
„რასაკვირველია, ადამიანებმა შეიძლება შეიცვალონ თავიანთი პოლიტიკური მოსაზრებები, პოზიციებიც, მაგრამ პრობლემა სწორედ ის არის, მაშინ, როდესაც ქალბატონი ნათია მინისტრის მოადგილის და შემდეგ უკვე მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის რანგში 20 ივნისთან დაკავშირებით განცხადებებს აკეთებდა, მაშინაც ეს კანონი და სტანდარტები მოქმედება, რომლებიც ახლა მოქმედებს, როდესაც ის ამ განცხადებას აკეთებს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
„არავინ ამბობს, რომ კანონი არ უნდა აღსრულდეს, მაგრამ არა ქვეყნის ინტერესების, იმიჯის და დასავლური გზით განვითარების მომავალი პერსპექტივის ხარჯზე. დღეს უკვე შემდგარი ფაქტია, რომ ერთი ბრალდებულის დევნამ „კანონის სახელით“, ქვეყანა დახია უკან“- წერს ნათია მეზვრიშვილი.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია 23 თებერვალს დააკავეს,