ლევან ნიკოლეიშვილი: საინტერესოა, ნათია მეზვრიშვილი როდის იყო გულწრფელი, როდესაც 20 ივნისის საქმეს იძიებდა თუ როდესაც ასეთი განცხადება გააკეთა

ლევან ნიკოლეიშვილი: საინტერესოა, ნათია მეზვრიშვილი როდის იყო გულწრფელი, როდესაც 20 ივნისის საქმეს იძიებდა თუ როდესაც ასეთი განცხადება გააკეთა

საინტერესოა ნათია მეზვრიშვილი როდის იყო გულწრფელი როდესაც იძიებდა ამ საქმეს თუ როდესაც გააკეთა ასეთი განცხადება, - ასე აფასებს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელისა და შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებას, რომელიც მან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების შემდეგ გააკეთა.

„შეიძლება ითქვას უცნაური განცხადებაა და მიუღებელიცაა ეს ყველაფერი გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანები ასე უბრალოდ შეხედულებებს არ უნდა იცვლიდნენ, განსაკუთრებით ასე მძიმე საქმეებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.

„არავინ ამბობს, რომ კანონი არ უნდა აღსრულდეს, მაგრამ არა ქვეყნის ინტერესების, იმიჯის და დასავლური გზით განვითარების მომავალი პერსპექტივის ხარჯზე. დღეს უკვე შემდგარი ფაქტია, რომ ერთი ბრალდებულის დევნამ „კანონის სახელით“, ქვეყანა დახია უკან“- წერს ნათია მეზვრიშვილი.