კარლ ჰარცელი: საქართველოს დამოუკიდებლობის დაფასება და განმტკიცება ჩვენი მყარი პარტნიორობის მთავარი მიზანია

კარლ ჰარცელი: საქართველოს დამოუკიდებლობის დაფასება და განმტკიცება ჩვენი მყარი პარტნიორობის მთავარი მიზანია

საქართველოს დამოუკიდებლობის დაფასება და განმტკიცება ჩვენი მყარი პარტნიორობის მთავარი მიზანია , - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩი კალრ ჰარცელი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ელჩი აღნიშნავს, ეს დღე არასდროს მიეცემა დავიწყებას.

"ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას და მასთან ერთად იხსენებს, თუ როგორ დაეცა საქართველოს დამოუკიდებელი, დემოკრატიული რესპუბლიკა 100 წლის წინ საბჭოთა არმიის შემოჭრის შემდეგ. ეს დღე არასდროს მიეცემა დავიწყებას. საქართველოს დამოუკიდებლობის დაფასება და განმტკიცება ჩვენი მყარი პარტნიორობის მთავარი მიზანია“, - წერს ელჩი.