ირაკლი ღარიბაშვილი: ვახო სანაიაზე თავდამსხმელები კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს

ირაკლი ღარიბაშვილი: ვახო სანაიაზე თავდამსხმელები კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტ ვახო სანაიაზე მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა.

„მსურს გამოვეხმაურო ჟურნალისტ ვახო სანაიაზე და მის ოჯახზე განხორციელებულ თავდასხმას. ერთმნიშვნელოვნად ვგმობ ყოველგვარ ძალადობას ნებისმიერი მოქალაქის, მით უფრო, მედიის წარმომადგენლების მიმართ. მადლობას ვუხდი შსს-ს თავდამსხმელების ოპერატიულად დაკავებისთვის. გარწმუნებთ, სახელმწიფოს მხრიდან პასუხი იქნება ადეკვატური და დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.