ოპოზიცია საბჭოთა კავშირის პოზიციების გაძლიერებას დღესაც ცდილობს - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „დღის ქრონიკაში“ საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
„გარემოებას რომ დავაკვირდეთ, როგორ ხდება ქვეყნის ოკუპაცია, დანგრევა და ამ ვითარებაში გადავხედოთ, რა იყო მაშინ, სომხეთსა და აზერბაიჯანში როგორ ძლიერდებოდა ის რეჟიმი, რომელიც შემდეგ საბჭოთა კავშირად ჩამოყალიბდა. მაშინ, საბჭოთა კავშირის პოზიციების გაძლიერებაზე იყო ლაპარაკი რეგიონში და დღესაც იგივე პროცესები მიმდინარეობს. ჯერ საერთაშორისო მხარდაჭერის მოცილება, შემდეგ მის გარეშემო გარკვეული დესტაბილიზაციის ფაქტორების შექმნა, შემდეგ შემოსვლა ქვეყანაში რევოლუციური კომიტეტის, „შულავერის კომიტეტის“ შექმნა და მერე ამის საფუძველზე ინტერვენცია.
2008 წლის წინა პერიოდიდან მოყოლებული, სადღაც 2006, 2007, 2008 წლის ყველა პროცესი რომ გავაანალიზოთ, პრაქტიკულად არცერთი სტრატეგიული მიმართულება არ იყო ისეთი, რომელსაც პარალელურად არ მიჰყვებოდა იმ პერიოდის ხელისუფლების საქმიანობა, ნაბიჯები, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ და გვიშლიდნენ ჩვენი საერთაშორიოს პარტნიორები. დღესაც იგივე ვითარებაა.
დღეს რაც ხდება, პარლამენტზე შტურმი, მელიას დაპატიმრება, რომელზეც მთელმა უშველებელმა ბრიგადამ იმუშავა და ბოლოს და ბოლოს დააჭერინეს, ეს ყველაფერი ერთად რომ გავანაალიზოთ ვფიქრობ სერიოზულ დასკვნებს უნდა გავიდეს ის საზოგადოება, როელიც პარლამენტის წინ დგას“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.