როცა „ნაციონალურ მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ არჩევნების გაყალბებაზე საუბრობენ, თუ რაიმე აქვთ წარმოსადგენი, მათ კომისიაში ველოდებით, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
მისი თქმით, საგამოძიებო კომისია მზადაა ოპოზიციის მიერ მოწოდებულ მტკიცებულებებზე იმსჯელოს.
„კომისია მოწოდებული იქნება იმის დასადგენად, ერთხელ და სამუდამოდ პასუხი გაეცეს, მართლაც რასთან გვაქვს საქმე. თუ ერთპროცენტიანი გადახრა იქნება ჩვენს სასარგებლოდ, მზად ვართ, რიგგარეშე არჩევნებზე ვიმსჯელოთ. შევისწავლით ყველა ხარვეზს და პრეტენზიას, რომელიც შეიძლება იყოს. საქართველოში ჩატარდა სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები. თუ სხვა არგუმენტი აქვთ, ოპონენტებმა უნდა წარმოადგინონ.
ბოდიშს ვიხდით, რომ საქართველოში, ლეგიტიმურ ორგანოში, რომელსაც პარლამენტი ჰქვია, ვერ გავუღებთ კარს და კომისიას ვერ დავაკომპლექტებთ, მიხეილ სააკაშვილით და სხვა მათი ძმანით, ასევე კომისიაში ვერ შემოვიყვანთ გვარამიას ან მათ რომელიმე ანგაჟირებულ პირს, რომ კომისიას ლეგიტიმური უწოდონ“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
საარჩევნო დარღვევების მიზეზების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაში უმრავლესობიდან გივი მიქანაძე და ალუდა ღუდუშაური, „ევროპელი სოციალისტებიდან“ კი დავით ზილფიმიანი და ფრიდონ ინჯია შევლენ.