„ნაციონალური მოძრაობის ბნელი შიგანის  ფიზიკურმა განსახიერებამ,  სისხლი დავღვარეთ რუსეთთან ომშიო და ხელისუფლებაში რომ მოვალთ, კიდევ დავღვრითო“

„ნაციონალური მოძრაობის ბნელი შიგანის  ფიზიკურმა განსახიერებამ,  სისხლი დავღვარეთ რუსეთთან ომშიო და ხელისუფლებაში რომ მოვალთ, კიდევ დავღვრითო“

ექსპერტი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

„გუშინ ფეისბუკმა ამომიგდო ლადო ბოჟაძისა  და თამთა მეგრელიშვილის კამათი  დავით ნებიერიძესთან.

ჩვენო, ბრძანა ამ ნაციონალური მოძრაობის ბნელი შიგანის  ფიზიკურმა განსახიერებამ,  სისხლი დავღვარეთ რუსეთთან ომშიო და ხელისუფლებაში რომ მოვალთ, კიდევ დავღვრითო.

ამასთან ერთად იძახდა, რომ ტერიტორიებს უომრად აბარებენ რუსეთს.

ლაპარაკია  იმ ტერიტორიებზე, რომლის ჩაბარებაზე 2008 წლის მედვედევ-სარკოზის ზავით თვითონ მოაწერეს ხელი. ანუ, ძალების დაშორიშორებაზე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის მთელს  პერიმეტრზე, რომელიც რუსეთმა სახელმწიფო საზღვრად გამოგვიცხადა და მის დემარკაციას აკეთებს რუსეთის გენშტაბის 1984 წლის 50.000 მასშტაბის რუკის მიხედვით.

ანუ ამ მავნებელმა იდიოტებმა ჯერ ყველაფერი გააკეთეს, რომ ომი მომხდარიყო, მერე სამარცხვინოდ გამოიქცნენ, მოახდინეს ჯარის დემორალიზაცია, მიატოვეს დაღუპულები, უომრად ჩააბარეს ახალგორი და კოდორი, ხელი მოაწერეს  კაპიტულაციას,  შემდეგ ევროსაბჭოში აღიარეს , რომ საბრძოლო მოქმედებები თვითონ დაიწყეს და ახლა თავის ზომბირებულ მომხრეებს კვლავ უმეორებენ, რომ ტერიტორიებს თურმე სხვები აბარებენ და თვითონ რომ მოვლენ სათავეში, ისევ დაამარცხებენ რუსეთს და რუსთაველზე გამართავენ ზეიმს.

სულ ვიძახდი და  ახლაც ვამბობ.

2008 წლის ომი არის  ჩვენი უახლესი ისტორიის მთავარი უბედურება. ეს არის, რისთვისაც მოიყვანეს ესენი ხელისუფლებაში და რა მიზნითაც კვლავ ინახავენ 39-ე პრიორიტეტად და სარეზერვო ჭურვად რუსეთის წინააღმდეგ.  ამიტომაც აქვს ტაბუ დადებული ამ ომის თემას,  ისევე როგორც ნაცების დანაშაულებათა გამოძიებას და მათ დასჯას, რისი მოწმეებიც მუდმივად ვართ.

ამის შესახებ  ნათლად  განაცხადა კიდეც თეა წულუკიანმა პირველი არხის ეთერში.

სანამ ამ ომის შესახებ ყველა კითხვას არ გაეცემა პასუხი, არ დაისჯებიან დამნაშავეები, სანამ ნაც-მოძრაობის ნარატივს მიუყვება ქართული ოცნება- კვლავ ერთსა იმავე წრეზე ვიტრიალებთ.

ერთხელ  სოფელში  უხსენებელს გადავეყარეთ ბავშვები. წივილ -კივილზე უფროსები გამოვარდნენ. არ დამავიწყდება ალყაში მოქცეული და განწირული  გველის  თვალები, რომლებსაც , როგორც იმერეთში იტყვიან, ბოროტად ასარსალებდა.

სულ ის უხსენებელი მახსენდება ამ პერსონაჟის დაპრაწული, გაბოროტებული თვალების სარსალზე.

და კიდევ. როდის დავა ამ ჩვენი ტელევიზიების ტვინებამდე,  რომ მსგავსი რესპოდენტების ტირაჟირებით ზიანს აყენებენ ქვეყანას და ადამიანებს?

ცხადია, ეს კითხვა  რიტორიკულია, ამათ ეს ვერ გაიგონ, მეტი არაა ჩემი მტერი.

  1. S.

აქ მეგობრები დაინტერესდნენ. რა ბედი ეწია უხსენებელს.  მშობლებმა უხსენებელთან კოჰაბიტაციას მისთვის თავის გაჭეჭყვა ამჯობინეს ბავშვების მოსალოდნელი დაგესვლის საფრთხიდან გამომდინარე.კიდევ კარგი, რომ  მაშინ იქ არცერთი ფასილიტატორი არ გამოჩენილა.