მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია ამბობს, რომ საგამოძიებო კომისიას არ ენდობა, გამოდის, რომ საკუთარი თავის ნდობა არ აქვთ

მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია ამბობს, რომ საგამოძიებო კომისიას არ ენდობა, გამოდის, რომ საკუთარი თავის ნდობა არ აქვთ

როცა ოპოზიციის წარმომადგებლები ამბობენ, რომ საგამოძიებო კომისიის ნდობა არ აქვთ, გამოდის, რომ საკუთარი თავის ნდობა არ აქვთ. შეუძლიათ, შემოვიდნენ და თავად გამოიძიონ ყველაფერი და თუ მაინც ამბობენ, რომ ნდობა არ აქვთ, მაშინ საკუთარი თავის უნდობლობაზე ილაპარაკონ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„გივი მიქანაძე და ალუდა ღუდუშაური ძალიან გამოცდილი და პროფესიონალი იურისტები არიან. შესაბამისად, დროებით საგამოძიებო კომისიაში ისინი იმუშავებენ. კომისია არის ძალიან მნიშვნელოვანი. როცა იყო კამათი და დისკუსია მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის, ჩვენ მარტივი დათქმა გავაკეთეთ - თუ ერთპროცენტიან გადაცდომას მაინც იპოვიან „ქართული ოცნების” სასარგებლოდ, რიგგარეშე არჩევნებს დავნიშნავთ. ვფიქრობ, რომ ამაზე პატიოსანი სიტყვა არ შეიძლებოდა თქმულიყო რომელიმე პარტიის მიერ. კომისიაში მათაც ველოდებით. როცა ოპოზიციის წარმომადგებლები ამბობენ, რომ კომისიის ნდობა არ აქვთ, გამოდის, რომ საკუთარი თავის ნდობა არ აქვთ. შეუძლიათ, შემოვიდნენ და თავად გამოიძიონ ყველაფერი და თუ მაინც ამბობენ, რომ ნდობა არ აქვთ, მაშინ საკუთარი თავის უნდობლობაზე ილაპარაკონ“, - განაცხადა მდინარაძემ.

საარჩევნო დარღვევების მიზეზების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაში უმრავლესობიდან გივი მიქანაძე და ალუდა ღუდუშაური, „ევროპელი სოციალისტებიდან“ კი დავით ზილფიმიანი და ფრიდონ ინჯია შევლენ.