დათო მარღანია: მიტინგების სეზონი იხსნება, ნეტა ვინ საით წავა?

დათო მარღანია: მიტინგების სეზონი იხსნება, ნეტა ვინ საით წავა?

ანალიტიკოსი დავით მარღანია სოციალურ ქსელში წერს:

“ჩვენს დროში, საქარეთველოს მოსახლეობა, ძირითადად, ორ ადგილას იკრიბება: ტაძარში და მიტინგზე (აქციას რომ ეძახია, მაგალითად, რაც action - ქმედებას ნიშნავს).

პარადოქსია, მაგრამ ეს ორი შეკრება, გარეგნულად, ერთმანეთს ჰგავს. ორივე შეკრებაზე ადამიანები თავისი ნებით მიდიან და არა იძულებით.

ორივე  შეკრებაზე ადამიანები ვიღაცის მოსასმენად და თავისი კოლექტიური აზრის თუ რწმენის გამოსახატად მიდიან.

ორივე შეკრებაზე მიდიან რაღაცის მოლოდინით, გამოცხადება იქნება ეს, მისტერიასთან ზიარება, დაგმობა, თუ უკეთესის მოლოდინი.

ორივე შეკრებაზე თაყვანისსაცემად მიდიან.

აი, აქ თავდება მსგავსება!

ეკლესიაში ხალხი ღვთის თაყვანსაცემად მიდის, მიტინგზე (აქციაზე) კი - ადამიანისა თუ ადამიანთა ჯგუფის განსადიდებლად.

ეკლესიაში კაცი თავისუფლებას ღვთის რწმენით ეზიარება, მიტინგზე (აქციაზე) კი - ადამიანის მოწოდებით უნდა გათავისუფლედეს, ოღონდ რისგან და რისთვის, უმრავლესობამ არ იცის.

ეკლესიაში ადამიანებს მოუწოდებენ სწამდეთ, ილოცონ, უყვარდეთ, თანაუგრძონ, იმედი ჰქონდეთ . . .

მიტინგზე (აქციაზე) კი - დაგმონ, შეიძულონ, ჩამოაგდონ, გასრისონ . . .

ინტელექტუალებს მღვდელი არ მოსწონთ, ერუდიციას და ინტელექტს უწუნებენ, ვერცხილისმოყვარეობას სწამებენ. და, მართლაც, იშვიათია განათლებული, ბრძენი და უანგარო მოძღვარი.

 სამაგიეროდ, იგივე ინტელექტუალებს მოსწონთ დემაგოგები, რომლებიც ძალაუფლების მოსაპოვებლად ყველაფერს იკადრებენ და ყველაფერზე წავლენ.

უბრალო ადამიანებს ეკლესიაში ეხმარებიან, მაგრამ ვერ გაამდიდრებენ და ვერც დაპირდებიან. მიტინგზე კი - ძალიან მალე გამდიდრებას პირდებიან.

რაღა ბევრი გავაგრძელო, მიტინგების სეზონი იხსნება, ნეტა ვინ საით წავა”?